გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 10 (დანართი 1). საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

2.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საჯაროდ გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3.გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე.

4.დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის გასაიდუმლოება თვით ამ პირისათვის.

5.გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით დამუშავების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სისტემის თანამშრომლის დაშვება ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, №I-06 დანართის შესაბამისად.

5¹.შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ ამ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არ აღემატება 1000 ლარს.

5².ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია გადასცეს კომერციულ ბანკს. კომერციულ ბანკს უფლება აქვს ფიზიკურ პირს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ.

5³.კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ მუხლის 5 2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემა.

6.გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

7.შემოსავლების სამსახურის სისტემის სტაჟიორი უფლებამოსილია სტაჟირების გავლისას გაეცნოს საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, სტაჟირების პროცესში მიღებული დავალების ფარგლებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №304 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №609 – ვებგვერდი, 16.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 25.06.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. თავი III ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს. 2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საჯაროდ გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე. 4. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის გასაიდუმლოება თვით ამ პირისათვის. 5. გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით დამუშავების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სისტემის თანამშრომლის დაშვება ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, №I-06 დანართის შესაბამისად. 5 1 . შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ ამ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არ აღემატება 1000 ლარს. 5 2 . ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია გადასცეს კომერციულ ბანკს. კომერციულ ბანკს უფლება აქვს ფიზიკურ პირს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ. 5 3 . კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ მუხლის 5 2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემა. 6. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 7. შემოსავლების სამსახურის სისტემის სტაჟიორი უფლებამოსილია სტაჟირების გავლისას გაეცნოს საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, სტაჟირების პროცესში მიღებული დავალების ფარგლებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №304 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №609 – ვებგვერდი, 16.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 25.06.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. თავი III ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶39443944387044 (დ…399 (და…14 (დ…5 (და…43112410 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა