საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 18. ბიუჯეტების შესრულება

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბიუჯეტის შესრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2.საქართველოს ბიუჯეტების შესრულების პროცესში დამატებით მიღებული საკუთარი შემოსავალი, შემოსავლის ხარჯზე გადამეტებული თანხა და აგრეთვე ხარჯების ეკონომია, ამოღებას არ ექვემდებარება და რჩება შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განკარგულებაში.

3.წლის განმავლობაში შემოსავლისა და ხარჯების დაწესებული დონიდან გადახრის შემთხვევებს (გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულისა),რომელიც მოითხოვს დაფინანსების დამატებითი წყარების გამოძებნას, განიხილავს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ისეთი ნორმატიული საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომელიც ზრდის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებს ან ამცირებს მათ შემოსავალს, ამ ბიუჯეტებს სათანადო სახსრები აუნაზღაურდებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტების ხარჯების შემცირების ან შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში კი შესაბამისი სახსრები გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს.

4.ბიუჯეტების შესრულების პროცესში სახელმწიფო სახაზინო სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი ფილიალებით და სხვა მომსახურე ბანკები ბიუჯეტების შემოსავლისა და ხარჯების საკასო შესრულებას აღრიცხავენ და ანგარიშგებას ადგენენ საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფუნქციონალურ და ეკონომიკურ ჭრილში.

5.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები შესაბამისი ტერიტორიის ბიუჯეტების შესრულებაზე ანგარიშგებას წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს კონტროლის პალატას. ანგარიშგების წარდგენის წესს, ვადასა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2003

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87 (და…66106174695131735393318
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…