აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 1 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.

2.უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარე. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება არა უგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3.თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.

4.თუ უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არ მიიღო ბიუჯეტი, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

5.მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

6.საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

7.ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ. 2. უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარე. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება არა უგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 3. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს. 4. თუ უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არ მიიღო ბიუჯეტი, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით. 5. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს. 6. საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. 7. ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2006 – 11 დეკ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 28 თებ. 2006 – 1 მარ. 2006 ტექსტი უცნობია

  3. … – 28 თებ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7 (და…20¹102100979911011913830282713
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა