საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 24. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალში ჩასარიცხი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების სახეები და ამ გადასახადების განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

2.სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში შეიძლება ჩაირიცხოს არასაგადასახადო შემოსავალი, რომელთა ჩამონათვალი და ფონდების შემოსავალში ჩარიცხვის წესები განისაზღვრება შესაბამისი სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ ნორმატიული აქტის შესაბამისად.

3.ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ჩასარიცხი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი არ შეიძლება შეტანილ იქნეს სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის სახეებში.

4.სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მიმართულება და მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1176-პარლამენტის უწყებანი №47-48,31.12.1997წ.,გვ.146

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1586618¹2510510031117372024
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …სოციალური დახმარების შ…საქართველოს 2026 წლის …აჭარის ავტონომიური რეს…ეკონომიკური თავისუფლებ…საქართველოს საგადასახა…