1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესადგენი სამუშაოების ორგანიზაციას საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო . ეს მუშაობა იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დადგომამდე 10 თვით ადრე .
2.პირველ ეტაპზე შემუშავდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები . ამისათვის დგინდება საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პროგნოზი , ფინანსური რესურსების ნაერთი ბალანსი და საბიუჯეტო - საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს , საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს , საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის , საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთკოორდინა- ციით . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები , სამინისტროები , უწყებები , ცალკეული ორგანიზაციები , საწარმოები ვალდებული არიან ამ მიზნით ცალკეული სათანადო მონაცემები და გაანგარიშებები წარუდგინონ ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს .
3.ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე შვიდნახევარი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება : საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლები ; საქართველოს ტერიტორიის მიხედვით ფინანსური რესურსების ნაერთი ბალანსი ; საგადასახადო - საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები .
4.საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს საქართველოს პარლამენტს კომიტეტებთან შესათანხმებლად წარუდგენს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ივნისამდე .
5.ბიუჯეტის პროექტის შედგენის მეორე ეტაპზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს და ამზადებენ დასკვნებს .
6.საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებისა და მიმართულებების განხილვისა და შეთანხმების პროცესს . აუცილებლობის შემთხვევაში ეს კომიტეტი ცალკეული სამინისტროებიდან , უწყებებიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებიდან ითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციას და ამზადებს დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე .
7.საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ დასკვნა შესაბამისი წინადადებებითა და შენიშვნებით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ივლისამდე .
8.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან შეთანხმებული ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების გათვალისწინებით ამზადებს კანონის პროექტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , რომელიც საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარედგინება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 15 სექტემბრამდე .
9.საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 3 თვით ადრე . საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1335-სსმI,№6,02.04.2002წ.,მუხ.36

