საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26¹⁷. ნებართვის ფორმა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავით გათვალისწინებული ნებართვის ფორმა მტკიცდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2.ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (დედანი და 3 დედნის დამოწმებული ასლი). ნებართვის 1 ასლი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო დედანი და 2 ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის განხორციელებისას ნებართვის ეგზემპლარებს ხელმოწერითა და ოფიციალური ბეჭდით დაამოწმებს. დამოწმებული ნებართვის 1 ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო დედანი და 1 ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დამოწმებული ნებართვის ან სერტიფიკატის ასლს ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის განხორციელებიდან 1 თვის ვადაში უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

4.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონვენციის სამდივნოს წინასწარ უგზავნის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდს, აგრეთვე ნებართვის ხელმომწერი პასუხისმგებელი პირის სახელსა და გვარს და მისი ხელმოწერის ნიმუშს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰26¹¹26¹⁹38¹302¹26⁶242566⁴5504 (და…26¹⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს სისხლის სა…ატმოსფერული ჰაერის დაც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა