Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებმუხლი 38¹

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

მუხლი 38¹. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:შეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო.

2.ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა; ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით; გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია; დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ.

3.„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ერთოდეს შესაბამისი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა და აღნიშნული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რომელიც მოიცავს ნივთიერების გამოყენების აუცილებლობისა და უალტერნატივობის, მისი გამოყენების კონკრეტული მიზნისა და შედეგის დასაბუთებას და სააგენტოს მიერ საჭიროებისამებრ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.

4.ნებართვა გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კვოტირებული და ნებადართული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტზე. გამონაკლისის წესით ნებართვა გაიცემა აგრეთვე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან.

5.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

6.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალი წლის საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის მომავალ წელს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად განცხადებას სააგენტო იღებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა.

7.ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნებართვას არ საჭიროებს 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელება.

8.ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

9.სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

10.ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. მისი წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონის 7 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

11.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

12.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი აღირიცხება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №934 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი X. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო. 2. ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა; ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით; გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია; დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ. 3. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ერთოდეს შესაბამისი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა და აღნიშნული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რომელიც მოიცავს ნივთიერების გამოყენების აუცილებლობისა და უალტერნატივობის, მისი გამოყენების კონკრეტული მიზნისა და შედეგის დასაბუთებას და სააგენტოს მიერ საჭიროებისამებრ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას. 4. ნებართვა გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კვოტირებული და ნებადართული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტზე. გამონაკლისის წესით ნებართვა გაიცემა აგრეთვე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან. 5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალი წლის საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის მომავალ წელს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად განცხადებას სააგენტო იღებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა. 7. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნებართვას არ საჭიროებს 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელება. 8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 9. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 10. ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. მისი წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონის 7 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 12. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი აღირიცხება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №934 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი X. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 9 დეკ. 1999 – 14 დეკ. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
  3. 14 დეკ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №29

  • 3 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁴„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“  მონრეალის 1987 წლის ოქმით (შემდგომ − მონრეალის ოქმი) გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება ან დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი
  • 26¹⁷ნებართვის ფორმა
  • 26¹¹ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 24ნებართვის სახეები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები
  • 41რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4 (დანართი 1)ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 4¹ (დანართი 1)სამხედრო პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

იარაღის შესახებ

  • 22სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 15

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰26¹⁷26¹¹227¹2479⁴5154 (და…4¹ (დ…634138¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს „წითელი ნუ…ლიცენზიებისა და ნებართ…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026