Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებმუხლი 26¹¹

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26¹¹. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025
თემები:იმპორტის ლიცენზირებაექსპორტის კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის: ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული; ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).

2.კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა); ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

3.კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა: ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე; ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე.

4.კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც; ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც; გ) წარმოდგენილია: გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული.

5.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ; ბ) ცხოველი მარკირებულია.

6.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე.

7.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

8.კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

9.კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის; ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.

10.კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული; ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის: ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული; ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; გ)  რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა). 2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა); ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 3. კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა: ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე; ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე. 4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც; ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც; გ) წარმოდგენილია: გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული. 5. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ; ბ) ცხოველი მარკირებულია. 6. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე. 7. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 9. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის; ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება. 10. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 26¹⁰შემდეგი მუხლი 26¹²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საიმპორტო ნებართვები და ლიცენზიებისერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-02 · №21

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-07
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი
  • 26¹⁵რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი
  • 26⁵კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5ნებართვის გაცემის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 24ნებართვის სახეები
  • 26⁶„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 15¹ნებართვის გამცემმა შეიძლება უარი თქვას ნებართვის გაცემაზე, შეაჩეროს გაცემული ნებართვა ან გააუქმოს (ბათილად ან არარად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) გაცემული ნებართვა:

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 44—

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 38¹მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები

აკვაკულტურის შესახებ

  • 30აკვაკულტურის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 203საქონლის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით შემოტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰26¹⁵26⁵38¹2426⁶54415¹42033026¹¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…ნარჩენების იმპორტის, ე…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 ივლ. 2025