1.კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იგი პასუხისმგებელია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე დანერგვისთვის, ურთიერთობა აქვს კონვენციის სხვა მხარეებსა და კონვენციის სამდივნოსთან და საქართველოს სახელით უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებული დოკუმენტების გაცემას.
2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია კონვენციის მხარეთა კონფერენციას წარუდგინოს წინადადება სახეობის კონვენციის I ან II დანართში შეტანის თაობაზე, ხოლო კონვენციის სამდივნოს − წინადადება სახეობის ან სახეობის პოპულაციის კონვენციის III დანართში შეტანის თაობაზე.
3.ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიას (ამ თავში შემდგომ − ლიცენზია) და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას (ამ თავში შემდგომ − ნებართვა) გასცემს სააგენტო.
4.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონვენციის სამდივნოს ყოველი წლის 31 ოქტომბრამდე წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევებისა და კონფისკაციის თაობაზე.
5.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივლისისა წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე.
6.სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
