Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 4

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:კლიმატის პოლიტიკანარჩენების მართვაგარემოზე ზემოქმედების შეფასებაESG შესაბამისობაგანახლებადი ენერგიაადმინისტრაციული წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

2.გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; დ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

3.გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

4.გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა; ბ) გზშ-ისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა; დ) გზშ-ის ანგარიშისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ 1 ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ვ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; ზ) ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; თ) (ამოღებულია - 22.022023, №2601 ); ი) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა.

5.(ამოღებულია - 26.06.2025. №786) . საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი II გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 2. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; დ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა; ბ) გზშ-ისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა; დ) გზშ-ის ანგარიშისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ 1 ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ვ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; ზ) ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; თ) (ამოღებულია - 22.022023, №2601 ); ი) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა. 5. (ამოღებულია - 26.06.2025. №786) . საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი II გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  4. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  5. 31 დეკ. 2018· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სანაპირო განვითარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოზე გავლენის შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 5 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 45მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 41საქართველოს საზღვრების გარეთ საქმიანობისა და სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა
  • 37გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა და სტრატეგიული დოკუმენტი
  • 40გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ისა და სგშ-ის ეტაპებზე

გარემოს დაცვის შესახებ

  • 41²გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება
  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 94საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 5რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 8საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 5 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83441²133565 (და…554551413740944
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებბავშვის უფლებათა კოდექ…რადიოაქტიური ნარჩენები…ატმოსფერული ჰაერის დაც…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026