საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26²². კონფისკებული ნიმუშის განთავსება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ნიმუშის დაკავების შემთხვევაში ეს ნიმუში დროებით შესანახად გადაეცემა შესაბამისი პროფილის დაწესებულებას, ხოლო კონფისკაციის შემთხვევაში ამ ნიმუშის განთავსების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შესახებ აცნობებს ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და კონფისკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში გადასცემს მას კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეულ ნიმუშს.

3.ცხოველის არაცოცხალი ნიმუშის ან მცენარის ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შემთხვევაში იგი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით გადაეცემა შესაბამის მუზეუმს, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინსტიტუტს, ინახება სახელმწიფო საკუთრებაში ან ნადგურდება.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის ტრანსპორტირებისა და დროებითი შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. თავი IX. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26⁸26¹¹26¹⁷2935231329626472543¹26²²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს ადმინისტრა…კულტურულ ფასეულობათა ს…მუზეუმების შესახებცოცხალი გენმოდიფიცირებ…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა