Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 36

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 36. საქონლის წარმოშობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაწყლის რესურსებიტრანსფერული ფასწარმოქმნა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

2.საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.

3.საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება: ა) იმპორტის გადასახადის მიზნისთვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა; ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების განხორციელებისთვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით.

4.საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და მიიჩნევა იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც: ა) მთლიანად მიღებულია ეს საქონელი; ბ) ამ საქონელმა განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ერთზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

5.საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

6.თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეიძლება საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.

7.თუ საქონლის წარმოშობის დადასტურება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება, გონივრული ეჭვის არსებობისას საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესაბამისი წესების მიხედვით არის მითითებული.

8.საქართველოში წარმოშობის სტატუსის მქონე საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე მისი წარმოშობის დადასტურების პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი VI. საქონლის საბაჟო ღირებულება

რედაქციების შედარება

1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული. 3. საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება: ა) იმპორტის გადასახადის მიზნისთვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა; ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების განხორციელებისთვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და მიიჩნევა იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც: ა) მთლიანად მიღებულია ეს საქონელი; ბ) ამ საქონელმა განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ერთზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. 5. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით. 6. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ შეიძლება დეკლარანტს შეიძლებამოსთხოვოს საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.დადასტურება. 7. თუ საქონლის წარმოშობის დადასტურება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება, გონივრული ეჭვის არსებობისას საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესაბამისი წესების მიხედვით არის მითითებული. 8. საქართველოში წარმოშობის სტატუსის მქონე საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე მისი წარმოშობის დადასტურების პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი VI. საქონლის საბაჟო ღირებულება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 აპრ. 2023
წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრენდის დაცვის სტრატეგია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები ტრანსფერულ ფასწარმოქმნაზესერვისის გვერდი
  • სადისტრიბუციო ხელშეკრულებასერვისის გვერდი
  • სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან (DCFTA)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-04-18
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 106მუხლი 108

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 48საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები
  • 80საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი
  • 135საქონლის საბაჟო სტატუსი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია
  • 3ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა
  • 16ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 31გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად
  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია
  • 5სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1103წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების უფლება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3111¹5101103106108488013563631636
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სამოქალაქო…თავისუფალი ინდუსტრიული…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025