რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 63. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მარეგულირებელმა ორგანომ საქონლის ექსპორტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ექსპორტირებული საქონლის მიმღებ ქვეყანას გაკეთებული აქვს მბოჭავი განაცხადი მისაღები საქონლის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენების შესახებ; ბ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების რეჟიმი გავრცელდება გადასაზიდ მასალაზე; გ) ექსპორტირებული საქონლის მიმღები ქვეყანა ყველა საკუთარ ბირთვულ მასალასა და დანადგარს გარანტიების საერთაშორისო რეჟიმს უქვემდებარებს; დ) მესამე ქვეყანაში საქონლის გადაზიდვა ექვემდებარება ამ ქვეყნის მხრიდან წინასწარი თანხმობის უფლებას; ე) ექსპორტირებულ მასალაზე გასავრცელებელი ფიზიკური დაცვის დონეები შეესაბამება „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციით დადგენილ დონეს; ვ) განმცხადებელმა წარმოადგინა ინფორმაცია ექსპორტირებული საქონლის საბოლოო გამოყენებისა და მისი საბოლოო მიმღების თაობაზე, რაც ადასტურებს საქონლის მშვიდობიანი მიზნით და უსაფრთხოდ გამოყენების განზრახვას; ზ) ბირთვული მასალა არ გადაიგზავნება იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით მისი გადაგზავნა დაუშვებელია.

2.მარეგულირებელმა ორგანომ საქონლის იმპორტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმებით: ა) კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირება არ არის აკრძალული; ბ) იმპორტირებული საქონლის მიმღებს აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) იმპორტირებული საქონლის საბოლოო მიმღებს აქვს სათანადო ტექნიკური და ადმინისტრაციული შესაძლებლობები და რესურსები იმპორტირებული საქონლის გამოსაყენებლად ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების მიხედვით. თავი XII. ბირთვული დაცულობა, ფიზიკური დაცვა და არალეგალური მიმოქცევა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მარეგულირებელმა ორგანომ საქონლის ექსპორტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ექსპორტირებული საქონლის მიმღებ ქვეყანას გაკეთებული აქვს მბოჭავი განაცხადი მისაღები საქონლის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენების შესახებ; ბ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების რეჟიმი გავრცელდება გადასაზიდ მასალაზე; გ) ექსპორტირებული საქონლის მიმღები ქვეყანა ყველა საკუთარ ბირთვულ მასალასა და დანადგარს გარანტიების საერთაშორისო რეჟიმს უქვემდებარებს; დ) მესამე ქვეყანაში საქონლის გადაზიდვა ექვემდებარება ამ ქვეყნის მხრიდან წინასწარი თანხმობის უფლებას; ე) ექსპორტირებულ მასალაზე გასავრცელებელი ფიზიკური დაცვის დონეები შეესაბამება „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციით დადგენილ დონეს; ვ) განმცხადებელმა წარმოადგინა ინფორმაცია ექსპორტირებული საქონლის საბოლოო გამოყენებისა და მისი საბოლოო მიმღების თაობაზე, რაც ადასტურებს საქონლის მშვიდობიანი მიზნით და უსაფრთხოდ გამოყენების განზრახვას; ზ) ბირთვული მასალა არ გადაიგზავნება იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით მისი გადაგზავნა დაუშვებელია. 2. მარეგულირებელმა ორგანომ საქონლის იმპორტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმებით: ა) კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირება არ არის აკრძალული; ბ) იმპორტირებული საქონლის მიმღებს აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) იმპორტირებული საქონლის საბოლოო მიმღებს აქვს სათანადო ტექნიკური და ადმინისტრაციული შესაძლებლობები და რესურსები იმპორტირებული საქონლის გამოსაყენებლად ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების მიხედვით. თავი XII. ბირთვული დაცულობა, ფიზიკური დაცვა და არალეგალური მიმოქცევა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18648 (და…3 (და…12 (დ…261581117662416063
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს საბაჟო კოდ…სამხედრო და ორმაგი დან…სამშენებლო პროდუქტების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა