კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ვახტანგ ბარამაშვილინინო ლიპარტიასალომე კობერიძე

1.ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება, რომელშიც ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული იქნება დაცვითი საქმიანობის განხორციელება; ბ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების): ბ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი; ბ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა; გ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და პარტნიორების სია, რომელსაც უნდა დაერთოს: გ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.ბ) თითოეულ დამფუძნებელზე – ცნობა ნასამართლობის შესახებ, ხოლო თუ დამფუძნებელი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა – ამ სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს; დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ფინანსური, ქონებრივი (მათ შორის, საქმიანობისთვის საჭირო ფართობის) და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს დაცვითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას; ე) დაცვითი ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად საბანკო გარანტია არანაკლებ 200000 ლარზე; ვ) მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები, რომელთაც ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ამტკიცებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო; ზ) ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ; თ) ცნობა ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის შესახებ.

2.დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილია სალიცენზიო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶9769174137¹51312205165
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…ლიცენზიებისა და ნებართ…მაუწყებლობის შესახებსააღმზრდელო საქმიანობი…ნებაყოფლობითი კერძო პე…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა