Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებმუხლი 5

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 5. წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:ზოგადი ბიზნესიმიმდინარე შესაბამისობაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებასაავტორო უფლებების ლიცენზირებაექსპორტის კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.წინასწარი ლიცენზია/ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ განსაზღვრული საქმიანობის/ქმედების განხორციელების უფლებას შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა: ა) სარგებლობის ლიცენზიისა; ბ) მშენებლობის ნებართვისა; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის სფეროში არსებული ლიცენზიისა (ნებართვისა).

2.წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

3.წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც იგი ითხოვს ლიცენზიას/ნებართვას. ტექნიკური პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური, რათა შესაძლებელი გახდეს პირობების მკაფიოდ განსაზღვრა (საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს; ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს). ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ხდიდეს შეუძლებელს მის დაკმაყოფილებას. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარადგინოს აღნიშნულ ვადაზე ადრე.

4.ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სალიცენზიო/სანებართვო პირობები და საჭიროების შემთხვევაში – მათი დაკმაყოფილების ვადები. სალიცენზიო/სანებართვო პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დაკმაყოფილების შეფასება და მონიტორინგი.

5.წინასწარი ლიცენზია/ნებართვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს. დადასტურებას ახდენს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

6.წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ შეცვლილი პირობები აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, რომლებიც აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას, იგი არ ვრცელდება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7.წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 .

07.200 6 წ., მუხ. 247

რედაქციების შედარება

1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ განსაზღვრული საქმიანობის/ქმედების განხორციელების უფლებას შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა: ა) სარგებლობის ლიცენზიისა; ბ) მშენებლობის ნებართვისა; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის სფეროში არსებული ლიცენზიისა (ნებართვისა). 2. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. 3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც იგი ითხოვს ლიცენზიას/ნებართვას. ტექნიკური პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური, რათა შესაძლებელი გახდეს პირობების მკაფიოდ განსაზღვრა (საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს; ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს). ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ხდიდეს შეუძლებელს მის დაკმაყოფილებას. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარადგინოს აღნიშნულ ვადაზე ადრე. 4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სალიცენზიო/სანებართვო პირობები და საჭიროების შემთხვევაში – მათი დაკმაყოფილების ვადები. სალიცენზიო/სანებართვო პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დაკმაყოფილების შეფასება და მონიტორინგი. 5. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს. დადასტურებას ახდენს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. 6. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ შეცვლილი პირობები აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, რომლებიც აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას, იგი არ ვრცელდება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში. 7. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 . 07 . 200.200 6 წ., მუხ. 247

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 15 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 31 ივლ. 2006

    Clarifies conditions for preliminary licenses/permits, excluding certain types like usage licenses, construction permits, and weapons-related licenses. Also adds protection against adverse changes to licensing conditions without investor consent.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამშენებლო ნებართვები და ლიცენზირება7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული ობიექტის მშენებლობის ნებართვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიის უარყოფის გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნებართვის უარყოფის გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-29 · №10

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2006-07-31
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 6განცხადების წარდგენა ლიცენზიის / ნებართვის მისაღებად
  • 3ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან სხვა უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემა
  • 8ლიცენზიის / ნებართვის გაცემის , შეჩერების , განახლებისა და გაუქმების პროცედურა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 10ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 10საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
  • 40ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზია

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 113წინასწარი გადაწყვეტილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232104181040638113135
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს აღმასრულებ…ენერგეტიკისა და წყალმო…სამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს სივრცის და…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო