Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 34²

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 34². პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციასაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებიდეპორტაციისგან დაცვასაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819

1.უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ადგილსამყოფლის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის ან ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს დაკავების დროს დაუყოვნებლივ განემარტება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის მოთხოვნის უფლება და მიეწოდება ინფორმაცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

2.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში პირის დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი შესაბამისი პროკურორი დაკავებიდან არაუადრეს 5 დღისა და არაუგვიანეს 7 დღისა დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე.

3.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ნებაყოფლობით გამოხატავს თანხმობას და მკაფიოდ ითხოვს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას; ბ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სრულად აცნობიერებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივ შედეგებს და მისთვის ცნობილია ამ პროცედურასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის, ის, რომ მის მიერ გამოხატული თანხმობა საბოლოოა და რომ ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მის მიმართ შეიძლება განახორციელონ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ თანხმობა გამოხატულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დაშინების, მუქარის, მოტყუების ან მის მიმართ რაიმე სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების გარეშე; დ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ე) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საექსტრადიციო წარმოების მასალებს.

4.გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაში სავალდებულოა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დამცველის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მონაწილეობა. პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საბოლოოა და მისი გათხოვა დაუშვებელია.

5.გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.

6.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე პირის მიერ გამოხატული თანხმობის ან უარის თაობაზე.

7.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირს უფლება აქვს, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე ნებისმიერ დროს მიმართოს შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს პირის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში და საქმეს იხილავს ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

9.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

10.ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება ან/და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება არ მომხდარა, უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს განუმარტავს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის უფლებას და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე.

11.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

12.ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

13.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე.

14.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მასალის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

15.თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სასამართლოს წინაშე გამოხატავს თანხმობას მის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე და შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც პირის მიერ სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვიდან 20 დღის განმავლობაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი: ა) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე; ბ) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე.

16.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მხედველობაში იღებს პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატულ თანხმობას, ამ კანონის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს, აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

17.პირის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე უარის გამოხატვის, სასამართლოს მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დაუშვებლად მიჩნევის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საექსტრადიციო პროცედურები წარიმართება ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

18.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება (ეტაპირება) უნდა განხორციელდეს პირველი შესაძლებლობისთანავე და, ყველა შემთხვევაში, ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოსთვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

19.პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ არიან შეზღუდული, განახორციელონ ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან ამ პირის მსჯავრდება მის გადაცემამდე ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა ექსტრადირებული. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ადგილსამყოფლის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის ან ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს დაკავების დროს დაუყოვნებლივ განემარტება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის მოთხოვნის უფლება და მიეწოდება ინფორმაცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. 2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში პირის დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი შესაბამისი პროკურორი დაკავებიდან არაუადრეს 5 დღისა და არაუგვიანეს 7 დღისა დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე. 3. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ნებაყოფლობით გამოხატავს თანხმობას და მკაფიოდ ითხოვს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას; ბ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სრულად აცნობიერებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივ შედეგებს და მისთვის ცნობილია ამ პროცედურასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის, ის, რომ მის მიერ გამოხატული თანხმობა საბოლოოა და რომ ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მის მიმართ შეიძლება განახორციელონ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ თანხმობა გამოხატულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დაშინების, მუქარის, მოტყუების ან მის მიმართ რაიმე სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების გარეშე; დ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ე) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საექსტრადიციო წარმოების მასალებს. 4. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაში სავალდებულოა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დამცველის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მონაწილეობა. პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საბოლოოა და მისი გათხოვა დაუშვებელია. 5. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.სამინისტროს. 6. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული,დადგენილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაშიდღისა აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს პირის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე პირის მიერ გამოხატული თანხმობის ან უარის გამოხატვის თაობაზე. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირს უფლება აქვს, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე ნებისმიერ დროს მიმართოს შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს პირის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში და საქმეს იხილავს ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. 9. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 10. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება ან/და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება არ მომხდარა, უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს განუმარტავს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის უფლებას და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე. 11. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. 12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 13. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე. 14. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მასალის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 15. თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სასამართლოს წინაშე გამოხატავს თანხმობას მის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე და შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც პირის მიერ სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვიდან 20 დღის განმავლობაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი: ა) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე; ბ) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მხედველობაში იღებს პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატულ თანხმობას, ამ კანონის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს, აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 17. პირის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე უარის გამოხატვის, სასამართლოს მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დაუშვებლად მიჩნევის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საექსტრადიციო პროცედურები წარიმართება ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით. 18. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება (ეტაპირება) უნდა განხორციელდეს პირველი შესაძლებლობისთანავე და, ყველა შემთხვევაში, ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოსთვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 19. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ არიან შეზღუდული, განახორციელონ ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან ამ პირის მსჯავრდება მის გადაცემამდე ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა ექსტრადირებული. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

წინა მუხლი 34¹შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატიმრობის ადგილიდან გაქცევა (მუხლი 379)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსტრადიციის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსტრადიციის სმენის წარმოდგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30მუხლი 34

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34¹პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საფუძველი და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია
  • 30უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება
  • 14პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიცია

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში
  • 71საქართველოს პროკურატურა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 80საქართველოს პროკურატურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 23პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹²⁴უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 63²უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი
  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2321¹²²21¹²⁴3034¹341463²57³247141¹8034²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის საერ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025