Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 16

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 16. უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციასაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.

2.დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი).

3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა პირის საქართველოში ექსტრადირება, ამაზე თანახმაა; ბ) ექსტრადირებულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ; გ) პირის საქართველოში ექსტრადირება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდა და ამ პირმა უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ ინფორმაციას.

5.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუკი ექსტრადიციის შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია), მაგრამ უცვლელი დარჩა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები, და ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. 2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის,ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი).ექსტრადირებული. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა პირის საქართველოში ექსტრადირება, ამაზე თანახმაა; ბ) ექსტრადირებულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ; გ) პირის საქართველოში ექსტრადირება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდა და ამ პირმა უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე.შემდეგ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ ინფორმაციას.მონაცემებს. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუკი ექსტრადიციის შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია), მაგრამ უცვლელი დარჩა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები, და ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ექსტრადიციის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსტრადიციის სმენის წარმოდგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა ექსტრადიციის პროცესშისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 171საქართველოს სისხლი… 283¹საქართველოს სისხლი… 76საქართველოს სისხლი… 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები
  • 34²პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია
  • 7¹საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა
  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 6დამნაშავის გადაცემა და ექსტრადიცია

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 73¹უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 42სპეციალური წესი და მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 24პატიმრობა გადაცემის მიზნით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24767147²6283¹171151834²7¹4257¹57³73¹16
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…არასრულწლოვანთა მართლმ…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025