სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 27. ნებართვის გაცემა პირის გადაცემაზე

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის, ასევე, ამოღებული და სათანადო წესით შენახული საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო.

2.თუ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი ან უფლებამოსილი ორგანო ასაჩივრებს საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას, გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვს საკუთრების უფლების დაცვას ამოღებულ იმ საგანზე ან ქონებრივი ღირებულების მქონე იმ ნივთზე, რომელიც შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული, ასეთ შემთხვევაში, ეს საგანი ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ პირობით, თუ იგი იკისრებს ვალდებულებას პროცესის დამთავრების შემდეგ უფასოდ დააბრუნოს აღნიშნული საგანი ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
294126621¹¹⁸29035434266421627
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა