ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 26. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცეს ფინანსურ პოლიციას, როგორც მის უფლებამონაცვლეს.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ამ კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციის ოდენობის თაობაზე.

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ; ბ) ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესახებ; გ) ფინანსური პოლიციის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; დ) ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.

4.2004 წლის 1 მაისამდე დასრულდეს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე პოლიციის ფორმირება.

5.2004 წლის 1 მაისამდე დასრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის ლიკვიდაციის პროცესი.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №202-დად2004-07-0617
    საკასაციო არსებითი (T2)

    უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა

    საკასაციო პალატამ განიხილა, დაირღვა თუ არა უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისას. პალატის დასკვნით, შესაბამის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისთვის კომპეტენციის გადამცემი დებულება ფაქტობრივად არ იყო ამოქმედებული და განცხადების შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს შეეძლო. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის დადგენილება უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28937113261325158149281626
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური პოლიციის შეს…საქართველოს ფინანსთა ს…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…შემოსავლების სამსახური…სააღსრულებო წარმოებათა…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…