Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებმუხლი 37

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება.

2.ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და პროდუქტიულობა.

3.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

4.საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.

5.ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.

6.2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით.

7.აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან აუდიტის ჩასატარებლად ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, პრეტენდენტს, მიმწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს მოსთხოვონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4086 – ვებგვერდი, 14.03.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და პროდუქტიულობა. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში. 4. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. 5. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე. 6. 2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4086 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    37-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც აუდიტორებს ანიჭებს შესყიდვების მონაწილეებისგან შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას.

  2. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 14 მარ. 2024
  3. 1 დეკ. 2011

    პირველ პუნქტში მეთოდოლოგიისა და ნორმატიული ბაზის მომზადების ვადა 2013 წლის 1 იანვარია და პალატა ამას პარლამენტის კომიტეტებთან ერთად აღარ უზრუნველყოფს მითითებულად; მე-2 პუნქტში „შედეგობრიობა“ შეიცვალა „პროდუქტიულობით“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 36⁴შემდეგი მუხლი 37¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №29

  • 3 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026
  • 6 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 20მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 37¹საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამონაცვლის განსაზღვრა
  • 32²სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
  • 6სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 32გარდამავალი დებულებანი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 194გარდამავალი დებულებანი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 29ფინანსური კონტროლი

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 9

საქართველოს კონსტიტუცია

  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 144სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 313გარდამავალი დებულება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 48სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92202237¹32²63136932291034814419437
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…სახელმწიფო შიდა ფინანს…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს დაზვერვის …სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026