Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 28

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 თვისა უზრუნველყოს: ა) სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საბჭოს დებულების დამტკიცება და საბჭოს წევრთა კანდიდატურების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; დ) სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენა.

3.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა უზრუნველყოს კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

4.სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს რეესტრის წარმოება. აღნიშნულ თარიღამდე ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აგრეთვე არარეგისტრირებულ, მაგრამ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ აუდიტორებს/აუდიტორულ ფირმებს უფლება აქვთ, აუდიტორული მომსახურება ამ კანონით განსაზღვრულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განახორციელონ. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:

260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს რეესტრთან დაკავშირებული სავალდებულო და არასავალდებულო მონაცემები.

5.სამსახურმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრა.

6.სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე  უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება.

7.ის სუბიექტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ატარებდნენ აუდიტს, უფლებამოსილი არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგინონ სამსახურს. სამსახურმა 2018 წლის 1 იანვრამდე  უზრუნველყოს ვებგვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად.

8.აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია და მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად; ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოებმა უზრუნველყონ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობა; გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ ეთიკური ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის თანახმად.

9.აუდიტორული ფირმა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის ჰქონდა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც დასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:

260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრით, ან რომელმაც 2013 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა სავალდებულო აუდიტი ან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩაატარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, უფლებამოსილია სამსახურს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა მიმართოს სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით. დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესს ადგენს სამსახური. მინიჭებული დროებითი უფლებამოსილება მოქმედებს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების საფუძველია აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო განაცხადში მოცემული ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, იმ მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ჰბარდებოდა აუდიტორული დასკვნა/ანგარიში. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე და მოქმედებს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. სამსახური ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება უქმდება, თუ აღნიშნული უფლებამოსილების მქონე პირი 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არ მიმართავს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. ამასთანავე, იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრამდე აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ აუდიტორულ ფირმებს, რომლებსაც ამ მუხლის საფუძველზე მიენიჭებათ დროებითი უფლებამოსილება. ამასთანავე, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ პირებს იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების დასრულებამდე, ხოლო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ 2017 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება – 2017 წლის 1 მარტამდე. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულმა აუდიტორულმა ფირმებმა სდპ-ებისათვის შეასრულონ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხელშეკრულებებით 2016 წლის საანგარიშგებო ან წინა პერიოდთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები.

10.სამსახურმა 2016 წლის 1  ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დადგენა. 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება.

11.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე მეოთხე კატეგორიის საწარმომ იხელმძღვანელოს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით , ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №10 დადგენილებით . სამსახურმა ამ პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე.

12.სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება. მესამე კატეგორიის საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და შემდგომ პერიოდებში. მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და შემდგომ პერიოდებში. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოები უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ ანგარიშგების იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენა, რომლისთვისაც ეს ამ კანონით არ ევალებათ. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს  2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:

260000000.05.001.016869) შესაბამისად სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება.

13.საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატის მფლობელი, რომლის სერტიფიკატი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისათვის, და ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ეთვლება, თუ იგი ამ კანონის ამოქმედებამდე აუდიტორულ მომსახურებას დამოუკიდებლად, აუდიტორული ფირმის სახელით, აუდიტორის ან გარიგების პარტნიორის სტატუსით ახორციელებდა, რაც წერილობით დასტურდება.

14.იმ პირს, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება სამსახურისთვის წარდგენილი, აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესს განსაზღვრავს სამსახური.

15.სამსახურმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მხოლოდ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართვის საფუძველზე, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან – სავალდებულო წესით.

16.2016 წლის 1 ივნისიდან სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე გამოიყენება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და გამოცემული: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs); გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიული ეთიკის კოდექსის (IESBA code) ბოლო ვერსიები; დ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) და აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტები.

17.საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 2013 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტებისა და წესების გამოყენების ვალდებულების ამოქმედებამდე. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმებს და მათი გამოყენების წესებს მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სფეროებისთვის ადგენს/ცვლის შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო, ხოლო იმ სფეროებისთვის, რომლებიც რეგულირებას/ზედამხედველობას არ ექვემდებარება, – სამსახური.

18.სამსახური არის საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სამართალმემკვიდრე.

19.ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პროფესიული ორგანიზაციების წარდგინებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრამდე საბჭოში მოწვეული უნდა იქნეს 2 პრაქტიკოსი.

20.საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

21.პროფესიული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ერთჯერადად, საბჭოს პირველად დაკომპლექტების მიზნით სამინისტროს წარუდგინონ საბჭოს წევრის 2 კანდიდატურა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურის საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში საბჭოს აღნიშნული წევრის უფლებამოსილების ვადაა 1 წელი.

22.ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების ფარგლებში აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას, ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში.

23.სამსახური უფლებამოსილია მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის მათ მიმართ გამოიყენოს მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება ამ საწარმოთა მიერ 2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ჩათვლით წარსადგენ ანგარიშგებებთან დაკავშირებით. საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1734 – ვებგვერდი, 25.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4109 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4348 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5301 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 14მუხლი 16მუხლი 19მუხლი 2მუხლი 21მუხლი 3მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 13გარდამავალი დებულებანი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 51გარდამავალი დებულებანი

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 26გარდამავალი დებულებები

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 38—

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1526138125113141619221393028
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…უკანონო შემოსავლის ლეგ…საქართველოს სახელმწიფო…ფინანსური პოლიციის შეს…სახელმწიფოს საკუთრებაშ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო