საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

მუხლი 25. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანესტან ანანიძელექსო სვიმონიშვილი

1.რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, სპეციალური დანიშნულების რაზმი და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად რეორგანიზაციის შემდეგ გადაეცეს, როგორც უფლებამონაცვლეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამის უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და ინსპექტორ-გამომძიებლებს.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, ფორმალურად მოხდა თუ არა მათი გადაყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობას. მითითებული მოსამსახურეები განთავისუფლებამდე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დანიშვნამდე ახორციელებენ ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2009 წლის 1 დეკემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობა.

5.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2009 წლის 1 დეკემბრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.

6.2009 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.

8.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
123426781570488843441425
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…შემოსავლების სამსახური…პროკურატურის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს შინაგან სა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა