ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 24 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებების ფორმატზე ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდება, თუ ხელშეკრულების პირობების ცვლილების გამო საჭირო ხდება მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

2.ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, მათ შორის, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებში ამავე წესით ფინანსური ორგანიზაციისათვის დადგენილ ვალდებულებებზე ჩანაწერების არარსებობა არ ათავისუფლებს ფინანსურ ორგანიზაციას მათი შესრულების ვალდებულებებისაგან. ამასთან, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში, ამ წესის ამოქმედების შემდეგ კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიოების ოდენობებთან მიმართებით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

3.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია 2022 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

4.ნებისმიერი არხით გაფორმებული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (თავსართში ამ წესით გასათვალისწინებელი შესაბამისი ინფორმაცია/პირობა) და სხვა სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი, მისი დარიცხვის პერიოდულობა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ინტერნეტბანკის საშუალებით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2022 წლის 1 აპრილიდან.

5.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია 2023 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს ამ წესის მე-3 მუხლის 14 ​1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 6 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 06.01.2023 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
133311 (დ…4415 (დ…419841153316
მნიშვნელობით ახლოსსესხის გამცემი სუბიექტ…ფულის გათეთრებისა და ტ…საბარათე ინსტრუმენტის …ფინანსური ორგანიზაციებ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა