სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 24. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიანინო დარსაველიძენუგზარ მოსიძე

1.ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადებები; ბ) დახურული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე ამ დებულების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2.ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ: ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს; გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

3.ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, გარდა ამ მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი.

4.იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხი შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. თავი III ფასთა კოტირება და ერთ პირთან მოლაპარაკება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 6 ივნ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁶1716¹20⁷19¹9423173132221965645724
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა