საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 64. შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონე წინადადება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ლაშა სოზაშვილი

1.თუ წინადადებას შეუსაბამოდ დაბალი ფასი აქვს, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას მოსთხოვს. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში წინასწარ განსაზღვრავს ისეთ შემთხვევას, როდესაც წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ მიიჩნევა, და დოკუმენტებს, რომლებითაც ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დადასტურდეს.

2.წინადადების შეუსაბამოდ დაბალი ფასის გამო ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შეიძლება დასაბუთდეს: ა) წარმოების პროცესის, მშენებლობის მეთოდის ან მომსახურების გაწევის ხარჯებით; ბ) საქონლის მისაწოდებლად, სამუშაოს შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტის გზით ან ეკონომიკური ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი განსაკუთრებული პირობებით; გ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ შეთავაზებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ორიგინალურობით; დ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულებით, გარემოს დაცვის, სოციალური და შრომის კანონმდებლობის სფეროებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით; ე) ქვეკონტრაქტორის გამოყენებით; ვ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღების შესაძლებლობით.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ იგი ვერ დაასაბუთებს წინადადების ფასის ადეკვატურობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია უნდა მოხდეს. თუ წინადადების დაბალი ფასი პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღებით არის განპირობებული, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ იგი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასაბუთებს ასეთი დახმარების მიღების კანონიერებას.

4.პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ მიიჩნევა, აგრეთვე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1321¹34734824161413⁶1258207764
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შესყიდვების…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა