საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 57. ზოგადი წესი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატებს/პრეტენდენტებს აფასებს შესყიდვის პირობებით განსაზღვრული სპეციფიკაციებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

2.თუ განაცხადი/წინადადება მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილად ან საერთოდ არ შეიცავს და კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის პირდაპირი საფუძველი არ არსებობს, შემსყიდველი ორგანიზაცია მოსთხოვს მას განაცხადის/წინადადების გონივრულ ვადაში, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით დაზუსტებას. განაცხადის/წინადადების დაზუსტებით არ უნდა დაირღვეს გამჭვირვალობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპები. განაცხადის/წინადადების დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა ან არასრულყოფილად დაზუსტება კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

3.დაუშვებელია კანდიდატისთვის/პრეტენდენტისთვის საჯარო შესყიდვის პირობებით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. დაუშვებელია კანდიდატისთვის/პრეტენდენტისთვის შესყიდვის პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოების ხარვეზად ჩათვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
716¹8¹279344140453584357
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტროენერგიის საცალო…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა