სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 19¹. საფასურის განაკვეთი

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი.

2.კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას არაუმეტეს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6389 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 დეკ. 2026). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 დეკ. 2026-დან

1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – საფასური 5 000 ლარის ოდენობით. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს კონკურსში ან ელექტრონულ ტენდერში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური. 2. საფასურის გადახდის, შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6389 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. [მუხლი 19 1 . საფასურის განაკვეთი 1. კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი. 2. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას არაუმეტეს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  2. · გამოქვეყნდა 26 დეკ. 2019
  3. · გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  4. 19¹ მუხლის პირველ პუნქტში განსხვავებული საფასურის დადგენა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გახდა შესაძლებელი, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილება კონსოლიდირებული ტენდერის საფასურით შემოიფარგლა.

  5. 19¹ მუხლის პირველ პუნქტს დაემატა მთავრობის უფლებამოსილება, კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაადგინოს პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფასური.

  6. მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ახლა საფასურის გადახდასთან ერთად დგინდება შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები.

  7. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    19¹ მუხლი აწესებს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის განაკვეთებს ელექტრონული ტენდერის სახეების მიხედვით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁶14²11⁶24²15¹23⁸8141055895419¹
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო შესყიდვების…საავტომობილო გზების შე…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა