სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 20⁷. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადებასა და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადების ფორმა და მასში მისათითებელი მონაცემები, ამ განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესები, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

2.კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. [თავი III 2 . სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 დეკ. 2026). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 დეკ. 2026-დან

1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადებასა და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადების ფორმა და მასში მისათითებელი მონაცემები, ამ განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესები, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. თავი IV სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მაი. 2005 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1515¹159⁶20⁶12¹10²11198419425¹20⁷
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო შესყიდვების შეს…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა