მუხლი 14. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა
1. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი სატენდერო წინადადების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიები, როგორიცაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკი ან აკრედიტივი და სხვა. დაუშვებელია სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის შეტანა (ჩარიცხვა).
2. სატენდერო წინადადებების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა: ა) როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8 000 000 ლარს; ბ) სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, თუ შესასყიდი ობიექტი გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით და/ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ვადას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, მიუხედავად შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა.
