Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 15¹

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 15¹. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მოძრავი ქონების აუქციონიტოკენ შეთავაზებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ პირი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) შეიძენს ფასიან ქაღალდებს, რის შედეგადაც აკონტროლებს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს, იგი ვალდებულია ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელოს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმები ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევრის ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ: ა) ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომლითაც იგი ფასიანი ქაღალდების სხვა მფლობელებს ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვას სთავაზობდა; ბ) მყიდველი აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ფლობს სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ამ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების განხორციელების ვალდებულება ეკისრება მყიდველს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს.

2.შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის ფასიანი ქაღალდისთვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა პირმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა ანგარიშვალდებული საწარმოს ამ კლასის ფასიან ქაღალდში. აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც დადგინდა შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი. აუდიტორის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს  მყიდველი ანაზღაურებს. იგი ასევე ვალდებულია ფასიანი ქაღალდების ყიდვის შესახებ თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორს ან საბროკერო კომპანიას. აუდიტორი ან საბროკერო კომპანია მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მყიდველს დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით მიაყენა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე მყიდველს არ აქვს მისი კონტროლის ქვეშ არსებული, ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი ხმის საერთო კრებაზე გამოყენების უფლება.

4.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №892 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტოკენის შეთავაზების შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფასიანი ქაღალდების და წილების რეალიზაცია აუქციონზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

მუხლი 55²მუხლი 55³ბუღალტრული აღრიცხვ… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 15სატენდერო შეთავაზება
  • 16¹ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება
  • 14წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 14სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა
  • 11სატენდერო დოკუმენტაცია
  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 137შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება
  • 225მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა
  • 179სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309¹³აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1555²55³16¹14309¹³16¹14111572613722517915¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო შესყიდვების…მეწარმეთა შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026