Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 15

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფასიანი ქაღალდების რეგულაციამოძრავი ქონების აუქციონისაბანკო სასამართლო დავებიტოკენ შეთავაზებებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაკომერციული უძრავი ქონება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პირს, რომელიც აპირებს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება საწარმოს კონტროლი გამოიწვიოს, შეუძლია ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფი შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2.შემთავაზებელს ეკრძალება, განახორციელოს ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის მესაკუთრე გახდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) სატენდერო შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით; ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3.ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის წინადადება ან რეკომენდაცია სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან სატენდერო შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4.სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის .

5.თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას , ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში , იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე . ეს მოთხოვნა ეხება იმ თანხმობებსაც , რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ , ამ კანონის მე -15 მუხლის მე -6 პუნქტის მიხედვით .

6.თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას , იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს , რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე , მიუხედავად იმისა , მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ .

7.სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია : ა ) სატენდერო შეთავაზების გარდა , სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ , რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში ; ბ ) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები .

8.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადებისა და განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების, აგრეთვე სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

9.ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. პირს, რომელიც აპირებს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება საწარმოს კონტროლი გამოიწვიოს, შეუძლია ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფი შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. შემთავაზებელს ეკრძალება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის რეგისტრირებული მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით; ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. [ 2. შემთავაზებელს ეკრძალება, განახორციელოს ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის მესაკუთრე გახდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) სატენდერო შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით; ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 3. ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის წინადადება ან რეკომენდაცია სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან სატენდერო შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის . 5. თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას , ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში , იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე . ეს მოთხოვნა ეხება იმ თანხმობებსაც , რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ , ამ კანონის მე -15 მუხლის მე -6 პუნქტის მიხედვით . 6. თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას , იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს , რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე , მიუხედავად იმისა , მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ . 7. სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია : ა ) სატენდერო შეთავაზების გარდა , სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ , რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში ; ბ ) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები . 8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადების, განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების თაობაზე, შემთავაზებლისათვის – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ. [ 8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადებისა და განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების, აგრეთვე სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 9. ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 14¹შემდეგი მუხლი 15¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოება8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფინანსების კონსულტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტოკენის შეთავაზების შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფასიანი ქაღალდების და წილების რეალიზაცია აუქციონზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 40მუხლი 55²მუხლი 9მუხლი 15¹მუხლი 55³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 3ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება
  • 15¹სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
  • 4მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 14სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა
  • 11სატენდერო დოკუმენტაცია
  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

რეკლამის შესახებ

  • 11ფასიანი ქაღალდების რეკლამა

მეწარმეთა შესახებ

  • 193საერთო კრებაში მონაწილეობა
  • 34¹სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 306⁴აუქციონის ჩატარება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹4055²955³34118¹1411152619334¹15
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…სახელმწიფო შესყიდვების…რეაბილიტაციისა და კრედ…რეკლამის შესახებმეწარმეთა შესახებკომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026