სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 15¹. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. [ 1. სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება შემდეგი ვადები: ა) 150 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 7 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 5 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად; ბ) 150 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე; გ) 300 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად; დ) 300 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 20 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 15 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე.

4.ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაუშვებელია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისათვის განსაზღვრული ვადის შემცირება.

5.პრეტენდენტს უფლება აქვს, სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.

6.სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.

7.პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8.სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

9.სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით. [ 9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას/ჩარჩოშეთანხმებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 დეკ. 2026). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 დეკ. 2026-დან

1. სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება შემდეგი ვადები: ა) 150 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 7 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 5 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად; ბ) 150 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე; გ) 300 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად; დ) 300 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 20 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 15 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე. 4. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაუშვებელია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისათვის განსაზღვრული ვადის შემცირება. 5. პრეტენდენტს უფლება აქვს, სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. 6. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. 7. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 8. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  2. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  3. · გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  4. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010
  5. 15¹ მუხლის მე-3 პუნქტში დაზუსტდა განცხადების დასახელება („ჩატარების შესახებ“) და დაემატა შაბათ-კვირისა და უქმე დღის დამთხვევისას მომდევნო სამუშაო დღეს ვადის დასრულების წესი.

  6. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    მე-5–მე-9 და მე-11–მე-13 პუნქტები ამოღებულია. მე-10 პუნქტი გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კანონქვემდებარე აქტით დადგენილ წესს უქვემდებარებს, ხოლო მე-14 პუნქტი ხელშეკრულებისა და განსაზღვრული დოკუმენტების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებას აკისრებს სატენდერო კომისიას.

  7. მე-3 პუნქტის მეორე წინადადებაში ვადის დათვლა და 5-დღიანი პერიოდი ახლებურად ჩამოყალიბდა: ვადა გასვლიდან 5 დღის განმავლობაში. ამოღებულია მუხლის დანარჩენი ნორმები, მათ შორის დიდი მოცულობის სამუშაოს დამატებითი პირობები და გამარჯვებულის უარის შემთხვევის წესი.

  8. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    15¹ მუხლი ადგენს ელექტრონული ტენდერის დროს საკვალიფიკაციო მონაცემებისა და წინადადებების წარდგენის, შერჩევის, შეფასებისა და გამარჯვებულის განსაზღვრის წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹2424¹2219¹12¹306⁴2215816 (დ…545540815¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომერციის …საქართველოში ბინადრობი…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა