Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებმუხლი 3

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

მუხლი 3. სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 22 ივნ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 11.07.2007.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:სახლები და მიწის ნაკვეთები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2.ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება მიწის სამართლებრივი რეჟიმით განსაზღვრული: ა) სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ადგილობრივი განვითარებისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით სახელმწიფო მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმების დამტკიცება; ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით ტერიტორიული ზონირების განსაზღვრა და მისი საზღვრების დამტკიცება; გ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით და ამ კანონის შესაბამისად მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.

3.ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა; ბ) საკონკურსო კომისიის დანიშვნა და სახელმწიფო მიწის საჯარო წესით გაყიდვის ორგანიზება; გ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; დ) სახელმწიფოს სახელით იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის, უზუფრუქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება.

4.სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: ა) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) და დასასვენებელი ადგილები (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები); ბ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია წყალსაცავები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; გ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა); დ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვა, მობილიზაცია) მიწის ნაკვეთები; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებული სახელმწიფო ქონება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; ვ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში; ვ) სხვა მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.

5.სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე მოწყობილ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და სახელმწიფოსათვის ყველაზე უკეთესი პირობების შეთავაზება.

6.სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება.

7.საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ეძლევათ პირდაპირი განხილვის წესით, კონკურსის ან აუქციონის გამოუცხადებლად.

8.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

9.სახელმწიფო მიწის განკარგვასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება სასამართლოს მეშვეობით.

10.მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების უფლება, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიეცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რეგისტრირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

11.მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციაა მიწის ნაკვეთების შერჩევა, აუქციონისა და კონკურსის ორგანიზება, მიწის განკარგვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება და საიჯარო ურთიერთობების მართვა. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1410 – სსმI, №22, 18.05.2005წ., მუხ.154 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2637 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.45 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4712 – სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.142 თავი II. სახელმწიფო მიწით სარგებლობა და გასხვისება საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 5 ივნ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 აგვ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 22 მაი. 2007
  2. 20 იან. 2006
  3. 18 მაი. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწის შეძენის იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 22 ივნ. 2007 · №14

  • 3 ცვლილება · ბოლო 22 მაი. 2007
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 6საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 14ორგანოები, რომელთაც აქვთ სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება
  • 93ქალაქში მიწის ნაკვეთის გაცემა
  • 39მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 8სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 108მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 19საკუთრების უფლება

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • 3

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 12მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ქონებრივი უფლების მოპოვება

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 8წყლის რესურსებზე საკუთრების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1132631912108881493393
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…ფიზიკური და კერძო სამა…კანონი საქართველოს საბ…სასოფლო-სამეურნეო დანი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…