სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 30. ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება

რედაქცია №19კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ნებართვის მფლობელი არღვევს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილ სანებართვო პირობებს.

2.ნებართვის გამცემი ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის გათვალისწინებით.

3.გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დაუცველად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ და ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის მოქმედების შეჩერების ან მისი შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

4.ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გამცემთან თანამშრომლობის შეუძლებლობა ან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ დააბრკოლებს ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

5.ნებართვის გამცემი ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილ სანებართვო პირობებს, რომელთა შესრულებაც (გამოსწორებაც) გამოიწვევს ნებართვის მოქმედების განახლებას.

6.ნებართვის მოქმედება შეჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულებამდე (გამოსწორებამდე), მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ნებართვის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან ერთად.

7.ნებართვის მოქმედება განახლდება ნებართვის მოქმედების შეჩერებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების განახლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით განაახლოს ნებართვის მოქმედება.

8.ნებართვის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
313234¹295⁶7381410 (დ…116601124230
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…საავტომობილო ტრანსპორტ…