Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებმუხლი 31

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 31. ნებართვის გაუქმება

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005
თემები:სამთავრობო ქმედებებიადმინისტრაციული წარმოებასამშენებლო ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.

2.ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა წარმოადგენს: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა მშენებლობის დაწყების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვებისა, როდესაც ხდება მშენებარე ან არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრის (მფლობელის) ან სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების დამკვეთის შეცვლა; გ) ნებართვის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

3.ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის გაუქმების ან მისი გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

5.ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

6.სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნებართვის უარყოფის გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2005 · №19

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 61

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 16ლიცენზიის გაუქმება
  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 29ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁹ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 27ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 21ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁸ნებართვის გაუქმება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
  • 42მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება; მშენებლობის ნებართვა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 6 (დანართი 1)ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹30162329612627325⁸6 (და…39422131
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს „წითელი ნუ…ლიცენზიებისა და ნებართ…სამრეწველო ემისიების შ…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2005 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026