სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 39. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

რედაქცია №19კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005
თემები:აფთიაქი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

2.საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს შესაბამისმა სამთავრობო დაწესებულებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში 2003 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტისათვის იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ერთიან პაკეტად წარდგენა, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონით დაწესებულ ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეებთან, კერძოდ: ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ბ) „საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; გ) „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დ) „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ე) „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ვ) საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ზ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; თ) კვებისა და თამბაქოს პროდუქციის ლიცენზირების შესახებ; ი) „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; კ) „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ლ) „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მ) „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ნ) „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ო) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; პ) „წყლის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებში, საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ჟ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ; რ) „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ს) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ტ) მოქმედ საკანონმდებლო აქტებში სხვა შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2002 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმის განსაზღვრა და წარმოების წესის დამტკიცება.

4.საქართველოს პრეზიდენტმა 2003 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანებულება „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“.

5.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება: ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“; ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1845 – სსმI, №35, 30.12.2002წ., მუხ.166 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 თავი XI. დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 7 ოქტ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 აპრ. 2003
  2. პირველ პუნქტში პარლამენტის ვადა 2003 წლის 1 აპრილამდეა გადატანილი; მე-2 პუნქტში სამთავრობო დაწესებულებების ვადა 2003 წლის 1 თებერვალია და პროექტები ერთიან პაკეტად, ლიცენზირებად და სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა წარდგეს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412099414413813213863493239
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს აღმასრულებ…ლიცენზიებისა და ნებართ…სარეგისტრაციო მოსაკრებ…ნარკოტიკული საშუალებებ…წამლისა და ფარმაცევტულ…