ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამავე კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

2.ამ კანონის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

3.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესი; ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესი.

4.ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ცალკეულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხა, რომელთა განხორციელებისას აუცილებელია ნარკოლოგიური შემოწმება, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების წესი.

5.ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭო მ შეიმუშაოს მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2025 – 16 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 3 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 6 დეკ. 2021 – 3 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

  5. 22 ნოე. 2021 – 6 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2063211158¹121547189792338
მნიშვნელობით ახლოსაივ ინფექცია/შიდსის შე…სამედიცინო-სოციალური ე…შინაურ ბინადარ ცხოველთ…ნარკოტიკული საშუალებებ…ეროვნული მარეგულირებელ…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა