Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავისუფლების ქარტიამუხლი 7

თავისუფლების ქარტია

მუხლი 7. კომისია

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2.კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაუფორმდეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებ ის პირველი („ განსაკუთრებული მნიშვნელობის“) ფორმა.

3.კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4.კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.

5.კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

6.კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

7.კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.

8.კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირი, რომლის შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3964 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6941 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაუფორმდეთგა უ ფორმ დ ე თ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებ ის პირველი („( „ განსაკუთრებული მნიშვნელობის“)მნიშვნელობის ფორმა.“ ) ფორმ ა . 3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს. 4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე,თაობაზე , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულიფარულ ი კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.სამსახურებთან . 5. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას,საიდუმლოებას , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულიფარულ ი კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან,სამსახურებთან , გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.გამონაკლისებისა . 6. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 7.7 . კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს,მონაცემებს , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულიფარულ ი კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან,სამსახურებთან , უკავიათ ამ კანონისკანონი ს მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით,ნებაყოფლობით , კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.თანამდებობაზე 8.. 8 . კომისია ამ მუხლის მე-7მე - 7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასგადაწყვეტილებ ა ს იღებს დახურულ სხდომაზე.სხდომაზე . ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი,პირი , რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება.გადაწყვეტილება . კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში.ვადაში პირი,. რომლისპირი , რომლ ი ს შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება,გადაწყვეტილება , უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში.სასამართლოში . სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.მოქმედებას . საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3964 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
  2. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  3. 30 დეკ. 2013
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №17

2
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2020-07-28
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 174¹⁶მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავისუფლების ქარტია

  • 12ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება
  • 11კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა
  • 4ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 60დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები
  • 68დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 5სამსახურის საქმიანობის  მიმართულებები

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მოქალაქეთა მიერ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 78საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 6უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15¹¹კომისიის საქმიანობა

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 19¹—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21174¹⁶15¹¹19¹8141211456206068787
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავისუფლების ქარტიასაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სახელმწიფო…კონტრდაზვერვითი საქმია…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025