Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახალხო დამცველის შესახებმუხლი 19¹

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

მუხლი 19¹

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში, ასევე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსებული პირების მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან ან სასჯელისგან დაცვის მიზნით.

2.სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

3.სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4.პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.

5.სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას. მათ ეს უფლება უნარჩუნდებათ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

6.არ შეიძლება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის განკუთვნილ საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.90 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1265 - ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 1999 – 28 ივლ. 2009 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 6 ივლ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  2. 24 ნოე. 2011

    19¹ მუხლის პირველ პუნქტში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შემოწმების სფერო გაფართოვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებზე.

  3. 28 ივლ. 2009

    19¹ მუხლით შეიქმნა სპეციალური პრევენციული ჯგუფი და დადგინდა მისი წევრის მოთხოვნები, სტატუსი, ანგარიშვალდებულება, ჩვენებაზე უარის უფლება და კორესპონდენციის ხელშეუხებლობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №33

  • 3 ცვლილება · ბოლო 25 დეკ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 19
  • 3¹
  • 27

პენიტენციური კოდექსი

  • 85სპეციალური პრევენციული ჯგუფი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება
  • 13სამსახურის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

თავისუფლების ქარტია

  • 7კომისია

პოლიციის შესახებ

  • 23სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი
  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 4სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 35საქართველოს სახალხო დამცველი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
354193¹27723171812138519¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახალხო და…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…თავისუფლების ქარტიაპოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026