კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 24

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან უზრუნველყოფნ, რომ არც ერთ ბავშვს არ შეელახოს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ჯანრმთელობის დაცვის სისტემის ამგვარ მომსახურებაზე.

2.მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ სრულად განახორციელონ ეს უფლება და, კერძოდ, მიმართავენ საჭირო ღონისძიებებს, რათა: ა) შემაცირონ ახლაშობილთა სიკვდილიანობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონეები; ბ) ყველა ბავშვი უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვით, ამასთან უპირველესი ყურადღება დაუთმონ პირველადი სამედიცინო–სანიტარიული დახმარების განვითარებას; გ) ებრძოლონ დაავადებებსა და საკვების ნაკლებობას, მათ შორის პირველადი სამედიცინო–სანიტარიულიდ ახმარების ფარგლებში, სხვა საშუალებებთან ერთად იმ გზით, რომ გამოიყენონ ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და უზრუნველყონ საკმარისი უათიანი სურსათითა და სუფთა სასმელი წყლით, გარემოს დაბინძურების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით; დ) დედებს სათანადო მომსახურება გაუწიონ ჯანმრთელობის დასაცავად მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში; ე) უზრუნველყონ, რომ საზოგადოების ყველა ფენა, კერძოდ მშობლები და ბავშვები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, ძუძუტი კვების უპირატესობის, ბავშვის საცხოვრებელ გარემოში ჰიგიენის, სანიტარიის და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ, აგრეთვე, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება და დახმარება ეწეოდეთ ასეთი ცოდნის გამოყენებაში; ვ) განავითარონ საგანმანათლებლო მუშაობა და მომსახურება პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების და ოჯახის სიდიდის დაგეგმვის სფეროში.

3.მონაწილე სახელმწიფოები ყველა ეფექტიან და საჭირო ზომას მიმართავენ, რათა აღმოფხვრან ტრადიციული პრაქტიკა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე.

4.მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, ხელი შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას და განავითასრონ იგი, რათა თანდათან მიაღწიონ ამ მუხლით აღიარებული უფლების სრულად განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13341322363411146791224
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…ჯანმრთელობის დაცვის შე…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა