Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 46

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 46. ბავშვის სოციალური დაცვის უფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სპეციალური განათლებაბავშვთან დაკავშირებული საკითხებიშვილად აყვანა და სუროგაციაადამიანის უფლებათა სამართალიკომპენსაცია და შეღავათები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მომსახურებით მისი და მასზე მზრუნველი პირების მდგომარეობის, ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად.

2.ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით.

3.სახელმწიფო ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვისგან, მიტოვებისგან, უგულებელყოფისა და სეგრეგაციისგან დასაცავად აუცილებელ ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას.

4.ბავშვის მიზნობრივი სოციალური დახმარების ოდენობა, სახე და ხანგრძლივობა ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების და შესაბამისი გარემოებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება.

5.ბავშვის მიზნობრივი სოციალური დახმარება ერთჯერადი არ უნდა იყოს და კომპლექსურად უნდა მოიცავდეს ბავშვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციის, სოციალური ინტეგრაციისა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მდგრად უზრუნველყოფას.

6.სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის სოციალური დაცვის პოლიტიკის, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ამ კოდექსის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის სოციალური დაცვის პროგრამებს შეიმუშავებს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით და ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან უწყებათაშორისი და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით.

8.მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური დაცვის პროგრამებს შეიმუშავებს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

9.არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური დაცვის ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივითა და ფინანსური რესურსებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სუროგაციის ხელშეკრულებები11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილთან ურთიერთობის უფლება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სოციალური დაცვის შეღავათებისერვისის გვერდი
  • სპეციალური განათლების უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადგილობრივი თვითმმ… 17მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 47ბავშვის უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე
  • 41ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლება
  • 6ბავშვის სიცოცხლისა და პიროვნული განვითარების უფლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
  • 15სოციალური დაცვა
  • 12ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 3
  • 26
  • 27

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა
  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 1 (დანართი 2)ზოგადი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
326271761717474161 (და…7151246
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…კონვენცია ბავშვის უფლე…ადრეული და სკოლამდელი …ახალი კორონავირუსით (S…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026