Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 41

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 41. ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ყოველ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების (მათ შორის, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, სტაციონარული მომსახურების, რეაბილიტაციის) გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით.

2.სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა არცერთ ბავშვს, მათ შორის, არცერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვს, არ შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ღონისძიებები უნდა მოიცავდეს ზომების მიღებას: ა) ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად; ბ) ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული, პრევენციული, საკონსულტაციო, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებითა და იმუნიზაციის სათანადო პროგრამებით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად; გ) სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად; დ) საჭირო მინერალებით გამდიდრებული საკვებით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად, რათა შემცირდეს ბუნებრივი გარემოს დაბინძურების უარყოფითი შედეგები ან/და აღმოიფხვრას ბუნებრივი მინერალების დეფიციტი; ე) მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ქალთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ვ) საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით − ბავშვებისა და მშობლებისთვის, ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, ძუძუთი კვების უპირატესობის, ჰიგიენის, გარემოს დაცვის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაწოდებლად; ზ) პრევენციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების განსავითარებლად; თ) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებების დროულად გამოვლენისა და ადრეული ინტერვენციის განხორციელების მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის შესაქმნელად; ი) ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრადიციული მიდგომების აღმოსაფხვრელად.

3.ჯანმრთელობის დაცვის განსაკუთრებული ღონისძიებები ხორციელდება სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად.

4.ბავშვთა დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლების რეალიზების პოლიტიკის შემუშავებას ამ კოდექსის საფუძველზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

5.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლების განხორციელების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ბავშვთა დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში, უწყებათაშორისი კოორდინაციითა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

6.მუნიციპალიტეტი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

7.არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადგილობრივი თვითმმ… 17მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 11ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
  • 46ბავშვის სოციალური დაცვის უფლება
  • 47ბავშვის უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 24
  • 3
  • 26

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
  • 9ჯანმრთელობის დაცვა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 133
  • 4

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 5პაციენტის ძირითადი უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51334243261717171146477941
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026