კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 32

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მონაწილე სახელმწიფოები აღიარებეინ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში, ანდა ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.

2.მონაწილე სახელმწიფოები ახორციელებენ საკანონმდებლო და სოციალურ ღონისძიებებს, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა უზრუნველყონ ამ მუხლის შესრულება. ამ მიზნით, ხელმძღვანელობენ რა სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ: ა) ადგენენ მინიმალურ ასაკს ან მინიმალურ ასაკებს სამუშაოზე მიღბისათვის; ბ) ადგენენ საჭირო მოთხოვნებს სამუშაო დღის ხანგრძლივობისა და შრომის პირობების შესახებ; გ) ითვალისწინებენ შესაბამისი სახის სასჯელს ან სხვა სანქციებს ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81028271917754414612732
მნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს შრომის კოდ…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა