კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 38

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რომელიც მათ მიმართ გამოიყნება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში და უკავშირდება ბავშვებს, და უზრუნველყონ მათი დაცვა.

2.მონაწილე სახელმწიფოები ყოველ შესაძლო ზომას მიმართავენ, რათა უზრუნველყონ, რომ 15 წლამდე ასაკის პირები უშაულო მონაწილეობას არ მიიღებდნენ საომარ მოქმედებებში.

3.მონაწილე სახელმწიფოები თავს იკავებენ თავიანთ შეიარაღბულ ძალებში სამსახურისათვის 15 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის გაწვევისაგან. იმ პირების გაწვევისას, რომლებმაც 15 წლის ასაკს მიაღწიეს, მაგრამ ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენუპირატესობა უფროსი ასაკის პირებს მიანიჭონ.

4.საერთაშორისო ჰუმანიტარულის სამართლის მიხედვით თავიანთ მოვალეობათა თანახმად, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას შიარაღებულიკონფლიქტების დროს, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ ყველა შესაძლო ღონეს მიმართონ, რათა უზრუნველყონ შეიარაღებულ კონფლიქტში მოქცეულ ბავშვთა დაცვა და მათი მოვლა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
411413412811237228759214638
მნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სისხლის სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა