1.ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
2.სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის უფლების ყველა სფეროში სრულფასოვნად რეალიზებისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას.

