Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 7

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 7. მოხალისეობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სახელმწიფო ხელს უწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობას.

2.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისე შეიძლება იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში და რომელიც მზად არის, თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, ნებაყოფლობით განახორციელოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა.

3.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისედ ითვლება პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოხალისეთა ეროვნულ სიაში. პირის მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისესთან დებს მოხალისეობის შესახებ ხელშეკრულებას. პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული მოხალისეთა ეროვნულ სიაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ან საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებების განხორციელებისას დაიშვება მხოლოდ დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად.

4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული პირების (მოხალისეების) მომზადებას მათთვის საბაზისო უნარების ჩამოყალიბების მიზნით, ხელს უწყობს მოხალისეების თვითორგანიზებას ტერიტორიული პრინციპით, მათი კვალიფიკაციიდან ან/და სპეციალური უნარებიდან გამომდინარე ან სხვა ნიშნით, და მოხალისეთა საერთაშორისო ორგანიზაციებში მათ გაწევრებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეებს და მათი ოჯახის წევრებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურით თვითგანვითარების მიზნით (მათ შორის, სავარჯიშოდ, საგანმანათლებლო მიზნით), სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სიმულაციური ვარჯიშები, საველე სწავლებები, საწვრთნელი შეკრებები, სხვა ღონისძიებები და წამახალისებელი პროექტები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამისი აღჭურვილობა.

5.მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ პირზე (მოხალისეზე) ვრცელდება ამ კანონის 62-ე მუხლით, 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 66-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისთვის დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ პირს (მოხალისეს) აუნაზღაუროს საგანგებო სიტუაციის ადგილამდე მგზავრობის ხარჯი, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის სპეციფიკიდან და მასზე რეაგირების ღონისძიების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იზრუნოს მის კვებასა და განთავსებაზე.

6.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს მოხალისის ქმედებით მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხალისემ აღნიშნული ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი.

7.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პირის მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის წესი, აგრეთვე მოხალისეობრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდებით, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №16

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-12-28
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 62მუხლი 65მუხლი 66

მიუთითებენ მასზე

მუხლი 74

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 45საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები
  • 68სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა
  • 13რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა

თავდაცვის კოდექსი

  • 167თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსი
  • 177მოხალისეობრივი საქმიანობის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განხორციელება
  • 169სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით

მოხალისეობის შესახებ

  • 3მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები
  • 2მოხალისეობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 52ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³313262656674456813167177169117
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებდანაშაულის პრევენციის,…სამხედრო ვალდებულებისა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025