კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 50

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებას უგზავნის მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით, მიუთითონ, უჭერენ თუ არა მხარს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას ამ წინადადებათა განხილვისა და მათ თაობაზე კენჭისყრის გამართვის მიზნით. თუ ოთხი თვის განმავლობაში, ამ შეტყობინების თარიღიდან მოყოლებული, მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მესამედი მხარს დაუჭერს ასეთი კონფერენციის მოწვევას, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერნციის დამსწრე და კენჭისყრის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობით მიღებულ ასეთ შესწორებას დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ.

2.ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მისი დამტკიცებისა და მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობის მიერ მიღების შემდეგ.

3.როცა შესწორება ძალაში შედის, ისი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოდ რჩება წინამდებარე კონვენციის დებულებები და მათ მიერ მიღებული ნებისმიერი წინა შესწორებანი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35³363⁴⁸44515222254335382419950
მნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოსა და ევროჯა…რეაბილიტაციისა და კრედ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა