რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 38. დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილიმია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძველია: ა) მოვალის მიერ რეგულირებული შეთანხმების ისეთი დარღვევა, რომელიც არ გამოსწორდება რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოვალისთვის გაფრთხილების გაგზავნიდან 1 თვის ვადაში; ბ) მოვალის მიერ მოვალის საქმიანობის ანგარიშში ვალდებულებების შემცირებული სახით წარმოდგენა, აგრეთვე ისეთი კრედიტორის გამოვლენა, რომელიც არ იყო მოვალის საქმიანობის ანგარიშში მითითებული და, შესაბამისად, − კრედიტორთა კრებაზე მიწვეული.

2.რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძვლის არსებობისას რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს კრედიტორთა კრება და კრედიტორებს უნდა შესთავაზოს რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა. თუ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შეთავაზება გაზიარებული არ იქნება ან მასში ცვლილება შეტანილი ვერ იქნება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი კრედიტორებს შესთავაზებს რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტას და მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანას.

3.რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძვლის არსებობისას რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების არანაკლებ 10 პროცენტის მფლობელ კრედიტორებს უფლება აქვთ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს მოსთხოვონ კრედიტორთა კრების მოწვევა.

4.რეგულირებულ შეთანხმებაში შესატანი ცვლილება მტკიცდება ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი პირობების დაცვით.

5.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანისთვის დადგენილი წესების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება: ა) რეგულირებული შეთანხმების ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 6 თვით გაგრძელების შესახებ, რეგულირებული შეთანხმების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე კრედიტორებისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე; ბ) რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული, ყოველთვიური ჯამური გადახდების მოვალის სასარგებლოდ არაუმეტეს 10 პროცენტით შემცირების ან/და მათი განწილვადების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37363⁵⁰21²405293699154353442364038
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სამოქალაქო…საგადასახადო დავალიანე…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა