ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 43. გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის წარდგენა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამთავრობო კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს გონივრული საფუძველი, რომლის მიხედვით, პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა გაეროს სანქციების კომიტეტს უნდა წარედგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესითა და მიმართვის სტანდარტული ფორმის გამოყენებით. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უნდა წარედგინოს. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

4.სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი.

5.სამთავრობო კომისია ვალდებულია გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი აღარ არსებობს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად.

7.სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. თავი X 1 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს გონივრული საფუძველი, რომლის მიხედვით, პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა გაეროს სანქციების კომიტეტს უნდა წარედგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესითა და მიმართვის სტანდარტული ფორმის გამოყენებით. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უნდა წარედგინოს. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. 4. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი. 5. სამთავრობო კომისია ვალდებულია გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი აღარ არსებობს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად. 7. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. თავი X 1 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
835³363⁴⁸7017 (დ…11455016414215443
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…სამხედრო და ორმაგი დან…ენერგეტიკისა და წყალმო…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს საგადასახა…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა