კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 44

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები კონვენციით აღიარებული უფლებების დამკვიდრებისათვის მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ და ამ უფლებათა განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ: ა) ორი წლის განმავლობაში შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან; ბ) შემდგომში ყოველ ხუთ წელიწადში.

2.ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოხსენებებში მითითებულია ფაქტორები და სირთულეები, თუკი ასეთები არსებობს, რომლებიც გავლენას ახდენს წინამდებარე კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე. მოხსენებები შეიცავს აგრეთვე საკმარის ინფორმაციას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომიტეტმა სრულად შეიტყოს კონვენციის მოქმედება მოცემულ ქვეყანაში.

3.არ არის აუცილებელი, რომ მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც კომიტეტს წარუდგინა ყოველმხრივი თავდაპირველი მოხსენება, ამ მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად წარსადგენ შემდგომ მოხსენებებში გაიმეოროს ადრე ჩამოყალიბებული ძირითადი ინფორმაცია.

4.კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოსაგან მოითხოვოს წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

5.კომიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსენებები გენერალურ ასამბლეას ორ წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინოს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით.

6.მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი მოხსენებების ფართო საჯაროობას თავიანთ ქვეყნებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50434535109374443351701694444
მნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა